გინდათ თქვენი ბიზნესის განვითარება? ეს პრომპტი შეაფასებს ბაზარზე არსებულ ახალ შესაძლებლობებს და მოგცემთ ზრდის 3 კონკრეტულ, რეალურ გეგმას, რომლის განხორციელებაც დღესვე შეგიძლიათ დაიწყოთ.
შენ ხარ გამოცდილი ბიზნეს-კონსულტანტი. შენი მიზანია შემიდგინო ბიზნესის განვითარების პრაქტიკული გეგმა მოცემული ინფორმაციის საფუძველზე. მონაცემები ჩემი ბიზნესის შესახებ: 1. კომპანიის სახელი: [კომპანიის სახელი] 2. სფერო: [საქმიანობის სფერო] 3. რას ვაკეთებთ: [პროდუქტი/სერვისი, ვინ არიან კლიენტები, როგორ შემოდის თანხა] 4. მთავარი პრობლემები: [მაგალითად: გაყიდვების სიმცირე, მაღალი ხარჯები, ახალი კლიენტების მოზიდვის სირთულე] შეასრულე დავალება სამ ეტაპად: ეტაპი 1: კონკურენტების მიმოხილვა დაასახელე 3-5 მთავარი მოთამაშე ჩემს ბაზარზე. მოკლედ დაწერე, რა უპირატესობა აქვთ მათ (ფასი, მომსახურება, ცნობადობა) და რას აკეთებენ ჩვენზე უკეთ. ეტაპი 2: ახალი შესაძლებლობები შედარების საფუძველზე, ჩამოწერე მინიმუმ 5 იდეა, რაც შეიძლება ჩემმა კომპანიამ გააკეთოს შემოსავლების ან მოგების გასაზრდელად. იპოვე ისეთი გზები, რასაც ჯერ არ ვიყენებთ. ეტაპი 3: სამოქმედო გეგმა შენი შეთავაზებული იდეებიდან აარჩიე საუკეთესო 3 ვარიანტი და შეაფასე ორი კრიტერიუმით: - რამდენად დიდ მოგებას მომიტანს (სარგებელი) - რამდენად ადვილია შესრულება (სირთულე) პასუხი დაწერე გასაგები ენით, ზედმეტი ტერმინების გარეშე. გამოიყენე სტრუქტურირებული სიები.